weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2019

„მილანი“ ევროპა ლიგიდან მოკვეთეს

17:11 პარასკევი, 28 ივნისი 2019 hits 187

იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი“ ევროპა ლიგის 2019-2020 წლის გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. შვეიცარიის ქალაქ ლოზანის სპორტულმა საარბიტრაჟომ „როსონერის“ დამდეგი ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო.

„მილანს“ ე.წ. ფინანსური Fair Play-ს წესის დარღვევის გამო ევროტურნირიდან დისკვალიფიკაცია შარშანაც ემუქრებოდა, როდესაც იტალიურ გრანდს 380 მილიონი ევროს ოდენობის სესხი ჰქონდა დასაფარი.

აღსანიშნავია, რომ კლუბმა ევროპა ლიგიდან მოკვეთის შესახებ საარბიტრაჟო სასამართლოს თავად მიმართა და მისი მოთხოვნაც დაკმაყოფილდა. ამ შემთხვევაში კლუბი ფინანსურ მდგომარეობას დააბალანსებს.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო სეზონში „მილანის“ ნაცვლად ევროპა ლიგაზე „ტორინო“ იასპარეზებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]