„მილანს“ ე.წ. ფინანსური Fair Play-ს წესის დარღვევის გამო ევროტურნირიდან დისკვალიფიკაცია შარშანაც ემუქრებოდა, როდესაც იტალიურ გრანდს 380 მილიონი ევროს ოდენობის სესხი ჰქონდა დასაფარი.
აღსანიშნავია, რომ კლუბმა ევროპა ლიგიდან მოკვეთის შესახებ საარბიტრაჟო სასამართლოს თავად მიმართა და მისი მოთხოვნაც დაკმაყოფილდა. ამ შემთხვევაში კლუბი ფინანსურ მდგომარეობას დააბალანსებს.
აქვე გეტყვით, რომ მომდევნო სეზონში „მილანის“ ნაცვლად ევროპა ლიგაზე „ტორინო“ იასპარეზებს.