ნახევარფინალამდე ერანოსიანმა ორი მეტოქე, ფრანგი ჟორდან როდრიგესი და აზერბაიჯანელი ჯავიდ ჩალაბიევი დაამარცხა, ნახევარფინალში კი მისი მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი გაბილ მამედოვი გახლდათ, რომელთანაც იგი 0:5 დამარცხდა - სამი რაუნდის საბოლოო შედეგებით ხუთივე მსაჯმა უპირატესობა რუს სპორტსმენს მიანიჭა (30:27, 29:28, 29:28, 29:28, 29:28).
ამ მარცხით ოთარ ერანოსიანი ბრინჯაოს მედალოსანი ავტომატურად გახდა, რადგან კრივში ნახევარფინალისტობა ავტომატურად ნიშნავს მე-3 ადგილის პრიზიორობას.