კალიფორნიულ დერბიში ანგარიში მე-11 წუთზე სწორედ ყაზაიშვილმა უზუსტესი დარტყმით გახსნა და სან ხოსეური კლუბის მაისურით გამართულ ბოლო 5 მატჩში მე-6 გოლი გაიტანა. 26 წლის ფეხბურთელმა 81-ე წუთზე საგოლე პასიც მიითვალა, მისმა გუნდმა კი საბოლოოდ 3:0 მოიგო.
ამ გამარჯვებით „სან ხოსე ერქსვეიკსს“ MLS-ის მიმდინარე გათამაშებაში 25 ქულას მოუყარა თავი და დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.