weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მინსკი 2019: ქართველთა 30 მედალი ევროპულ თამაშებზე

22:50 კვირა, 30 ივნისი 2019

ქართულ დელეგაციას ბელარუსის დედაქალაქში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე კიდევ შეემატა მედლები და საბოლოოდ ასპარეზობა 30 მედლით დაასრულა.

ბოლო მედლები მოკრივე სახილ ალახვერდოვმა (49 კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მოიპოვეს, რომლებიც ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.

მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ ჯამში 30 მედალი (6 ოქრო, 10 ვერცხლი, 14 ბრინჯაო) მოიპოვა. შედარებისთვის, 4 წლის წინანდელ ბაქოს ევროპულ თამაშებზე საქართველომ მხოლოდ 16 მედალი აიღო.

საქართველომ მინსკში შემდეგ სახეობებში მოიპოვა მედლები:

სამბო - 11 მედალი (4 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო)

ძიუდო - 7 მედალი (2 ოქრო, 1 ვეცხლი, 4 ბრინჯაო)

თავისუფალი ჭიდაობა - 4 მედალი (2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - 3 მედალი (2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)

კრივი - 2 მედალი (1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)

ბატუტზე ხტომა - 1 მედალი (ვერცხლი)

ტყვიის სროლა - 1 მედალი (ბრინჯაო)

კარატე - 1 მედალი (ბრინჯაო)

მინსკი 2019-ის მედლების ჯამურ სიაში საქართველო მე-7 ადგილზე გავიდა, ჩვენზე წინ რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, იტალია, ჰოლანდია და გერმანია აღმოჩნდნენ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]