weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცალ თვალზე ხელის აფარების გამო, რუსულმა კლუბმა ქართველ მორაგბეებს კონტრაქტი გაუწყვიტა

10:39 ოთხშაბათი, 03 ივლისი 2019

რუსულმა რაგბის კლუბმა „სლავამ“ კონტრაქტი გაუწყვიტა ქართველ მორაგბეებს - რევაზ ბროძელსა და საბა ილურიძეს, რომლებმაც ერთ-ერთი მატჩის დროს, ლელოს აღნიშვნისას თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს სოლიდარობა ცალ თვალზე ხელის აფარებით გამოუცხადეს.

„რაგბი TV“-სთან ინტერვიუში რევაზ ბროძელმა თქვა, რომ სწორედ ეს ჟესტი გახდა მათთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი. „სლავა“ ამ დროისთვის რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობს. ოფიციალური ინფორმაცია რაგბისტებთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე კლუბს არ გაუვრცელებია.

ჩათვალეს, რომ პოლიტიკურდ დატვირთული იყო და რუსეთზე მქონდა გართულება. ამ ჟესტით ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა პოლიტიკოსებს“, – განაცხადა ბროძელმა.

ცალ თვალზე ხელის აფარებით აქციის მონაწილეებს სოლიდარობა ფეხბურთელებმაც გამოუცხადეს. ერთ-ერთ მატჩზე საფეხბურთო კლუბ „თბილისი ლოკომოტივის“ მოთამაშეებმა, ოთო კობახიძემ და დავით ჯიქიამ ცალ თვალზე ხელი აიფარეს. გარდა ამისა, მატჩის დაწყებამდე ყველა ფერხბურთელს ანტისაოკუპაციო მაისური ეცვა. ამ ფაქტს რუსეთის დუმის დეპუტატი იგორ ლებედევი გამოეხმაურა და ფეხბურთის საერთაშორისო ფედერეცია ვალდებულია, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ოფიციალური თამაშების დროს საფეხბურთო მოედანზე ფეხბურთელების ქცევაზე.

20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მომიტინგეები საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო.

რეზინის ტყვიის მოხვედრის გამო, აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა. სწორედ მათდამი სოლიდარობის ნიშნად იფარებენ ცალ თვალზე ხელს სპორტსმენები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]