weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პირველად ქართველმა მთამსვლელებმა მწვერვალი ნანგა პარბატი დალაშქრეს

16:20 ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019
ფოტოზე არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე / ფოტო არ არის გადაღებული ნანგა პარბატზე ფოტოზე არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე / ფოტო არ არის გადაღებული ნანგა პარბატზე

არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველი მთამსვლელები არიან, რომლებმაც პაკისტანში, ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი - ნანგა პარბატი დალაშქრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია ავრცელებს.

„მწვერვალი ნანგა პარბატი, რომლის სიმაღლეც 8 126 მეტრია, გამოირჩევა ტექნიკურად რთული და თოვლიანი ფერდებით. ექსპედიციის მონაწილეები, საქართველოს ნაკრების წევრები არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველები არიან, ვინც ფეხი დადგეს ამ უდიდეს მთაზე.

ექსპედიცია არც ისე მარტივი აღმოჩნდა, კლიმატური პირობების გამო. წელს დიდი ოდენობით თოვლი მოვიდა, რამაც საგრძნობლად გაართულა და ხიფათი შესძინა მთაზე გადაადგილებას. ბიჭებს მოუწიათ დიდი და მძიმე დღეები, თოკების დაკიდება, ბილიკების თავიდან გაკვალვა და რაც ყველაზე დამღლელია, ლოდინი მანამ, სანამ ამინდი შესაძლებლობას მისცემდათ გზა გაერძელებინათ.

მიუხედავად არსებული სირთულეებისა, მათ მოახერხეს მთაზე ასვლა! ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და მშვიდობიან დაშვებას ვუსურვებთ“, – წერს მთამსვლელთა ფედერაცია სოციალურ ქსელში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]