weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

შეერთებულმა შტატებმა ქალთა მუნდიალი ზედიზედ მეორედ მოიგო

21:45 კვირა, 07 ივლისი 2019

ქალებს შორის გამართული მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული აშშ გახდა. ამერიკელებმა ფინალურ შეხვედრაში ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს 2:0 სძლიეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს, სულ კი მეოთხედ მოიგეს მსოფლიო თასი.

ქალაქ ლიონში გამართულ ფინალურ მატჩში გოლები მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში მეგან რაპინომ 61-ე წუთზე გახსნა, ოთხ წუთში კი სხვაობა როუზ ლაველმა გაზარდა. მარცხის მიუხედავად, ნიდერლანდელმა ქალებმა საკუთარი საფეხბურთო ისტორია მაინც დაწერეს - „ნარინჯისფერებს“ წარსულში არანაირი წარმატება არ ჰქონიათ, ბოლო ორ წელიწადში კი ევროპის ჩემპიონობას მუნდიალის ფინალისტობა შემატეს.

წინა დღეს შედგა მატჩი მე-3 ადგილისთვის, სადაც შვედმა ქალებმა ინგლისელები დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთმა უმასპინძლა, მასში 24 გუნდი მონაწილეობდა. წინა გათამაშებებისგან განსხვავებით, წელს კონკურენცია ნამდვილად იყო, თუმცა ეს ყველაფერი აშშ-ს ნამდვილად არ შეხებია - ჯილ ელისის გაწვრთნილი გუნდი ყველა სხვა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა და ტურნირის მსვლელობისას შემადგენლობის როტაციასაც თამამად მიმართავდა. ამერიკელებმა ამ ჩემპიონატზე მოიგეს რეკორდული ანგარიშითაც, როდესაც ტაილანდის ნაკრები 13:0 დაამარცხეს.

ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ მეგან რაპინო დასახელდა, საუკეთესო ბომბარდირები ექვს-ექვსი გატანილი გოლებით ამერიკელი შემტევი დუეტი - მეგან რაპინო, ალექს მორგანი და ინგლისელი ელენ უაიტი გახდნენ, საუკეთესო მეკარედ კი ჰოლანდიელი სარი ვან ვეენენდაალი აღიარეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]