weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბრაზილიამ „კოპა ამერიკა“ მოიგო

11:09 ორშაბათი, 08 ივლისი 2019

ბრაზილიის ნაკრებმა სამშობლოში გამართული „კოპა ამერიკას“ გათამაშება მოიგო. ტიტეს გუნდმა ფინალში პერუს ეროვნულ გუნდს 3:1 სძლია და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის ტიტულს მეცხრედ დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ეს ორი გუნდი ამავე ტურნირზე ერთ ქვეჯგუფში გამოდიოდნენ და მათი პირველი შეხვედრა ბრაზილიელთა დიდი ანგარიშით გამარჯვებით (5:0) დასრულდა.

რიო დე ჟანეიროს ლეგენდარულ სტადიონ „მარაკანაზე“ გამართულ ფინალში ანგარიში „გრემიოს“ ფორვარდმა ევერტონ სოარესმა გახსნა და ორივე თამაშში დაამწუხრა „ინკები“. მეტოქემ მასპინძლებს ტაიმის მიწურულს უპასუხეს - პენალტი გოლად გუნდის ვეტერანმა კაპიტანმა პაოლო გერერომ აქცია, თუმცა სასტვენამდე დარჩენილ კომპენსირებულ დროში „სელესაო“ წინ გაბრიელ ჟეზუსმა გაიყვანა. ეს უკანასკნელი მეორე ნახევარში მიღებული მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან მიაბრძანეს, თუმცა კაცნაკლულმა ბრაზილიელებმა მესამეც გაიტანეს - შეცვლაზე შესულმა რიჩარლისონმა უკანასკნელ წუთზე თერთმეტმეტრიანის რეალიზება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს შედგა მატჩი მე-3 ადგილისთვის, სადაც არგენტინის ნაკრებმა ჩილეს დამარცხება შეძლო.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ვეტერანი ბრაზილიელი ფლანგელი დანი ალვესი დასახელდა, საუკეთესო ბომბარდირები სამ-სამ გოლით ევერტონ სოარესი და პაოლო გერერო გახდნენ, საუკეთესო მეკარის წოდება კი ასევე ბრაზილიელმა ალისონმა დაიმსახურა, რომელმაც მთელ ტურნირზე მხოლოდ ერთი გოლი (პენალტი ფინალში) გაუშვა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა სამშობლოში წარმატებას ამ შემადგენლობით მიაღწიეს:

მეკარეები: 1. ალისონი (ლივერპული) 16. კასიო (კორინთიანსი) 23. ედერსონი (მანჩესტერ სიტი).

მცველები: 2. ტიაგო სილვა (პარი სენ-ჟერმენი) 3. მირანდა (მილანის ინტერი) 4. მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი) 6. ფილიპე ლუისი (მადრიდის ატლეტიკო) 12. ალექს სანდრო (იუვენტუსი) 13. დანი ალვესი (პარი სენ-ჟერმენი) 14. ედერ მილიტაო (პორტო) 22. ფაგნერი (კორინთიანსი).

ნახევარმცველები: 5. კაზემირო (მადრიდის რეალი) 8. არტური (ბარსელონა) 10. ვილიანი (ჩელსი) 11. ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა) 15. ალანი (ნაპოლი) 17. ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი) 18. ლუკას პაკეტა (მილანი).

თავდამსხმელები: 7. დავიდ ნერესი (აიაქსი) 9. გაბრიელ ჟეზუსი (მანჩესტერ სიტი) 19. ევერტონი (გრემიო) 20. რობერტო ფირმინო (ლივერპული) 21. რიჩარლისონი (ევერტონი). 

აქვე გეტყვით, რომ „კოპა ამერიკას“ მორიგი გათამაშება ზუსტად ერთ წელიწადში გაიმართება, რისი მიზეზიც ტურნირის ლუწ წელიწადში გადატანაა - ამიერიდან სამხრეთ ამერიკის პირველობა ევროპის ჩემპიონატის წლებს დაემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]