გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა აცნობა.
სატელეფონო საუბრისას გიორგი აბაშიშვილმა ზაზა ფაჩულიას NBA-ის ჩემპიონობა მიულოცა და პრეზიდენტის სახელით შემდგომი წარმატებები უსურვა. ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ აღნიშნული სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.