„რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმა შეშფოთებით ადევნებდა თვალს საქართველოში და კერძოდ, თბილისში განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რადიკალურად განწყობილ პირთა გამოსვლები იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევებს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნან იმ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან. ამასთან დაკავშირებული გარემოების გამო, იძულებულები ვართ გაცნობოთ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაცია შეუძლებლად მიიჩნევს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ჩატარდეს მატჩი, რომელიც 2019 წლის 27 აგვისტოს თბილისში იყო დაგეგმილი“, – ნათქვამია რუსეთის რაგბის ფედერაციის განცხადებაში.
ამავე განცხადებაში აღნშნულია, რომ მატჩის გაუქმება არ აისახება ორივე ქვეყნის რაგბის ეროვნული ფედერაციების ურთიერთობებზე.
„რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმად აფასებს პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს რაგბის კავშირთან და შეგახსენებთ, რომ ჩვენი თამაშის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სოლიდარობა და ურთიერთპატივისცემაა, რაც კულტურული, გეოგრაფიული, პოლიტიკური და რელიგიური განსხვავებების ფარგლებს სცდება. ორივე გუნდის გულშემატკივრებს გულწრფელად ვუხდით ბოდიშს“, – აცხადებს რუსეთის რაგბის ფედერაცია.
„ტასს“-ის ინფორმაციით, რაგბის საერთაშორო საბჭო (World Rugby) მუშაობს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების ალტერნატიული სატესტო მატჩების ორგანიზებაზე.