weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სოფელ რიყეში ძალოსნობის რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა

22:32 ორშაბათი, 17 ივლისი 2017

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში ძალოსნობის ახალი, რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა. დარბაზს სრული რეაბილიტაცია ადგილობირივ მუნიციპალიტეტის დახმარებით ჩაუტარდა, ძალოსნობის ფედერაციამ კი 100 ათასი ლარის ღირებულების თანამედროვე ინვენტარით და სავარჯიშო მოწყობილობებით აღჭურვა.

დარბაზის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მწვრთნელები და სპორტსმენები დაესწრნენ.

"დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, ამ დარბაზში აუცილებლად გაიზრდებიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. სპორტის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ძალოსნობის ფედერაციას, იმისათვის, რომ ძალოსნობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სოფელ რიყეში, რომელიც ძალოსნობის დიდი ტრადიციებით გამოირჩევა, ძალოსნობის დარბაზი 1989 წელს აშენდა, თუმცა წლების მანძილზე დარბაზში სპორტსმენებისთვის სავარჯიშო პირობები არ არსებობდა. 

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 28 ახალი სპორტული დარბაზი განახლდა და კეთილმოეწყო. სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება და ყველა რეგიონს მოიცავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]