weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

28 წლის რუსი მოკრივე მაქსიმ დადაშევი რინგზე მიღებული ტრავმის გამო დაიღუპა

12:05 ოთხშაბათი, 24 ივლისი 2019

რუსი მოკრივე, 28 წლის მაქსიმ დადაშევი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორთაბრძოლის დროს მიღებული ტრავმის შედეგად დაიღუპა. სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, მოკრივეს „გულმა ვერ გაუძლო“.

20 ივლისს, დადაშევმა მერილენდის შტატში, 63.5 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლების მოსაპოვებლად პუერტორიკოელ მეტოქეს შეხვდა. ორთაბრძოლის შემდეგ მან გონება დაკარგა. საავადმყოფოში დაადგინეს, რომ მას ტვინის შეშუპება ჰქონდა, მძიმე ფორმებში. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

28 წლის ბოქსიორს პროფესიული კარიერის განმავლობაში 14 ბრძოლა ჰქონდა გამართული, საიდანაც 13 მოიგო (11 ნოკაუტით). სამოყვარულო დონეზე ასპარზეობის დროს ის რამდენჯერმე გახდა რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]