ანგარიში 78-ე წუთზე თელავური კლუბის ახალშენაძენმა გიორგი ქუცურუამ გახსნა, ერთ წუთში კი მიხეილ ბაშალეიშვილმა სხვაობა გაზარდა, რაც მეტოქე გუნდის დასამარცხებლად საკმარისი გამოდგა.
მე-17 ტურში შეხვედრა „თელავის“ კონკურენტებმაც გამართეს - „ნორჩი დინამოსა“ და „შევარდენის“ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ამ მომენტისთვის, თელავური კლუბის მსგავსად „შევარდენსაც“ 35 ქულა აქვს, თუმცა ურთიერთშეხვედრების გამო (I წრეში „თელავმა“ შინ 1:0 მოიგო) ცხრილში პირველი ადგილი „თელავს“ ერგო. მალხაზ ჟვანიას გუნდი გათამაშების ბოლო ტურის მატჩში 24 ივლისს, სტუმრად დუშეთში, სწორედ „შევარდენს“ ეთამაშება.