ნიკა ბაჩიაშვილმა პირველ შეხვედრაში ავსტრიელ მარკუს აუერის, ხოლო შემდეგ იტალიელ ტომას სკატოლინოს იპონით სძლია, ნახევარფინალში კი ასევე სუფთა გამარჯვებით თანატოლთა შორის ევროპის ჩემპიონი, ფრანგი რომეინ ვალადიე პიკარო დაამარცხა.
ნიკა ბაჩიაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურიდან არის და ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სასპორტო სკოლაში ვარჯიშობს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალი 21 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება. საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ნიკა ბაჩიაშვილი – 50 კგ; გუგა ამირხანაშვილი – 55 კგ; კოტე კაპანაძე – 60კ გ; ელგუჯა ჭინჭარაშვილი – 66 კგ; გიორგი იანტბელიძე – 73 კგ; აკაკი ჯაფარიძე – 81 კგ; თორნიკე ფოლადაშვილი – 90 კგ; გიგა ტატიაშვილი – +90 კგ; ლოლიტა გაბუნია – 44 კგ; დიანა გაგოშიძე-ფილკინა – 48 კგ; მარიამ ლაფაჩიშვილი – 63 კგ; გვანცა სომხიშვილი + 70 კგ.