სპორტული კომპლექსის პროექტის პრეზენტაციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ 23 000 კვ.მ. ფართზე დაგეგმილია სასტუმროს მშენებლობაც. სასტუმროში 138 ნომერი და 42 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი განთავსდება.
სპორტული კომპლექსის პროექტის ღირებულება 71 800 000 ლარია. მშენებლობის ტენდერი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება, კომპლექსის მშენებლობა კი 2018 წელს დასრულდება.