ქართველმა ფეხბურთელმა მოსკოველ „რკინიგზელთა“ მაისურით თავი პირველად გამოიჩინა, სულ კი „ლოკომოტივის“ რიგებში 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
რუსეთის მოქმედმა ჩემპიონმა მოსკოვის „სპარტაკმა“ პირველი შეხვედრა სტუმრად, ჩემპიონატში აღზევებულ თანაქალაქელ „დინამოსთან“ ფრედ 2:2 დაასრულა, არადა პირველი ტაიმი ჯანო ანანიძის გუნდმა 2:0 მოიგო, თუმცა საბოლოოდ მაინც ქულას დასჯერდა. ქართველ ფეხბურთელს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
ჩემპიონატი დაიწყი უკრაინაშიც, სადაც დონეცკის „შახტარმა“ პირველ ტურში პოლტავის „ვორსკლა“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. დონეცკელთა რიგებში წინასწარვე ცნობილი იყო, რომ დავით ხოჭოლავა არ ითამაშებდა, ანდრო გიორგაძე კი მასპინძელთა განაცხადში იყო და შეხვედრაში მონაწილეობა ასევე არ მიუღია.