weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„საბურთალომ“ ერევანში „არარატ-არმენია“ დაამარცხა

10:13 ოთხშაბათი, 07 აგვისტო 2019

ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე, ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრის პირველ მატჩში თბილისის „საბურთალომ“ „არარატ-არმენია“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამით ქართულ კლუბს პლეიოფში გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა.

მატჩში ანგარიში „არარატ-არმენიამ“ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმში ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ქართულმა კლუბმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომლებიც ერევანში ავტობუსით გაემგზავრნენ და გუნდი მარტო არ დატოვეს.

„საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ განმეორებითი მატჩი თბილისის „მიხეილ მესხის არენაზე“ 13 აგვისტოს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]