მატჩში ანგარიში „არარატ-არმენიამ“ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმში ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.
ქართულმა კლუბმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომლებიც ერევანში ავტობუსით გაემგზავრნენ და გუნდი მარტო არ დატოვეს.
„საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ განმეორებითი მატჩი თბილისის „მიხეილ მესხის არენაზე“ 13 აგვისტოს გაიმართება.