weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გულშემატკივრის რასისტული ქცევის გამო UEFA-მ „დინამოს“ სანქციები დაუწესა

10:20 პარასკევი, 09 აგვისტო 2019

თბილისის „დინამო“ როტერდამის „ფეიენოორდთან“ განმეორებით შეხვედრას 15 აგვისტოს, ცარიელი ტრიბუნებით ჩაატარებს. ეს გადაწყვეტილება UEFA-მ მიიღო, რომელიც მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ თბილისში, 1-ელ აგვისტოს გამართული მატჩის დროს, გულშემატკივრების მხრიდან ადგილი ჰქონდა რასისტულ ქცევას.

გარდა ამისა, UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა „დინამოს“ 50 ათას ევროს გადახდა დააკისრა და დაავალა, ტრიბუნებზე გამოფინოს ბანერი – #EqualGame.

თბილისის „დინამო“ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რისთვისაც ხუთი დღე აქვს.

„რა თქმა უნდა, გუნდი გაასაჩივრებს. ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო, დეტალებს კი აუცილებლად გაცნობებთ“, – აცხადებს „დინამო“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]