weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭადრაკის საერთაშორისო დღეს ქალ მოჭადრაკეთა პირველი გამარჯვების 25 წლის იუბილე აღინიშნა

11:40 პარასკევი, 21 ივლისი 2017

20 ივლისს ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის საახლეში ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მიერ საჭადრაკო ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოპოვებული პირველი გამარჯვების 25 წლის იუბილე აღინიშნა.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება 1992 წელს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში შემდეგი შემადგენლობით მოიპოვა: მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ნანა ალექსანდრია.

ჭადრაკის სასახლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე სახელოვან ქართველ მოჭადრაკეებს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა სამახსოვრო საჩუქრები და პრიზები გადასცეს.

ტიტულოვან მოჭადრაკეებთან შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ასევე ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერი კომპანიების წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი მოჭადრაკეები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]