ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, 33 წლის ნახევარმცველი ხელშეკრულებას აღარ განაახლებს, მიმდინარე კონტრაქტი კი მას „ბარსასთან“ 2018 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ანდრეს ინიესტას დებიუტი კატალონიურ გრანდში 2002 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე „ბრუგესთან“ მატჩში შედგა. მას შემდეგ თანამედროვეობის ყველაზე ინტელექტუალ შუახაზელად მიჩნეულმა ფეხბურთელმა კლუბის მაისურით ჩატარებულ 630 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა და 28 გუნდურ ტიტულს დაეფულა.