weather cur horoscope tv
მარტი 27, 2023

რეკორდი ბათუმში - 29 წლის გიორგი როსტომაშვილმა 200 ტონიანი გემი თითით გასწია

22:27 კვირა, 25 აგვისტო 2019
რეკორდი ბათუმში - 29 წლის გიორგი როსტომაშვილმა 200 ტონიანი გემი თითით გასწია საქართველოს რეკორდების ფედერაციის ფოტო

ბათუმის ნავსადგურში მსოფლიოს რეკორდი დამყარდა. საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით, გიორგი როსტომაშვილმა თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და გასწია საზღვაო ბუქსირი „თამარა 2“, რომლის წონაც 200 ტონას აღემატება. ქართველმა რეკორდსმენმა გემის გადათრევა 5 მეტრზე შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეკორდი მსოფლიოში აქამდე არასდროს დამყარებულა.

29 წლის როსტომაშვილი არაერთი ძალისმიერი რეკორდის ავტორია, 2015 წელს კი  „რეკორდსმენთა თასის“ მფლობელი გახდა.