weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარიამ ბოლქვაძე - მეოთხე ქართველი ქალი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირზე

12:18 სამშაბათი, 27 აგვისტო 2019

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეშია. 28 აგვისტოს იგი მსოფლიოს მესამე ჩოგანს, ჩეხ ჩოგბურთელს კაროლინა პლიშკოვას შეხვდება.

ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობის ტურნირში უკვე ოთხი მატჩი მოიგო. გუშინ ამერიკელი ბერნარდა პერა სამ სეტში დაამარცხა, მანამდე კი სამი მატჩიდან ორი კვლავ სამ სეტში, ხოლო ერთი ორ სეტში მოიგო.

მარიამ ბოლქვაძე ლონდონში ცხოვრობს და ვარჯიშობს. ჩოგბურთელ ქალთა რეიტინგში ახლა 202-ეა. 18 წლის იყო, როდესაც ქალთა წყვილების შეჯიბრის ფინალისტი გახდა უიმბლდონის ტურნირზე, თუმცა ფინალში მეწყვილესთან ერთად დამარცხდა.

დღეს მარიამი 21 წლისაა და ამერიკის ღია პირველობა მისთვის პირველი დიდი სლემის ტურნირია, რომელშიც მონაწილეობს. ქალთა ტენისის ასოციაციის ინფორმაციით, მარიამ ბოლქვაძე რიგით მეოთხე ქართველი ქალი ჩოგბურთელია, რომელიც დიდი სლემის ტურნირზე ძირითად ბადეში ასპარეზობს. აქამდე ეს გამოცდილება მსოფლიოს მეთორმეტე ჩოგნად აღიარებულ ლეილა მესხს, ანა ტატიშვილს და სოფია შაფათავას ჰქონდათ. ანა ტატიშვილი ახლა ამერიკის სახელით ასპარეზობს, ხოლო სოფია შაფათავამ დიდი სლემის ტურნირზე ბოლოს 2014 წელს იასპარეზა.

2019 წელს ქართველი ჩოგბურთელი პორტუგალიის ქალაქ ობიდოსში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. შეჯიბრების საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]