ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, 28 აგვისტოს საქართველოს ნაკრებიდან 81 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ იჭიდავა. მან ირანელი ძიუდოისტი საიდ მოლაი დაამარცხა.
ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 25 აგვისტოს კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.