weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს სერიის გამარჯვებულია

10:32 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019
ფოტოზე ლევან ქელეხსაშვილი ფოტოზე ლევან ქელეხსაშვილი

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები ზაგრებში გამართული მსოფლიოს სერიის დასკვნითი ფინალური ტურნირის გამარჯვებულია. ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ხორვატიაში 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური ჩათვლა 90 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.

ტურნირის ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ) და დავით მარსაგიშვილი (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი მამუკა კორძაია (+90 კგ) დაეუფლა.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ცნობით, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიისა და ბრაზილიის ეტაპზე 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჯამში მსოფლიოს ქვიშის სერიის მესამე ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 10 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]