weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქვიშის რაგბიში ქალთა და მამაკაცთა ნაკრებებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

10:57 ორშაბათი, 24 ივლისი 2017

ქვიშის რაგბიში საქართველოს ქალთა და კაცთა ნაკრებებმა მოსკოვში გამართულ ევროპის პირველ კონტაქტურ ჩემპიონატზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ქვიშის რაგბის კონტაქტური ევროპის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა, თუმცა მანამდე სხვადასხვა დონის საერთაშორისო ტურნირები ხშირად იმართებოდა.

ქალთა 7-კაცა ნაკრების ბაზაზე შექმნილმა გოგონების გუნდმა ტურნირზე განსაკუთრებულად კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჯაბა მალაღურაძის შეგირდებში შეთამაშების მხრივ პრობლემა არ ყოფილა, მონდომება დიდი იყო და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალში მეტოქე მასპინძელი რუსეთის ძლიერი ნაკრები იყო, რომელსაც გამოცდილება არ აკლია და ეს გამოცდილება გადამწყვეტი აღმოჩნდა. მიუხედავად თავდადებული ბრძოლისა, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, ქართველმა გოგონებმა კი ვერცხლის მედლები დამსახურებულად ჩაიბარეს.

ვაჟთა ნაკრებს ქვიშასთან ადაპტაციის გარდა შეთამაშების პრობლემაც ჰქონდა, თუმცა ბრძოლასა და მონდომებას ფუჭად არ ჩაუვლია და მოსკოვში ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. ქართველებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, მეოთხედფინალში აზერბაიჯანი 7:2 დაამარცხეს. ნახევარფინალში რუსეთთან 3:6 მარცხის შემდეგ კი მე-3 ადგილისთვის მატჩში რუმინეთს 8:1 სძლიეს.

მამაკაცთა ფინალში იტალიამ რუსეთი 6:5 დაამარცხა და ქვიშის რაგბის პირველი კონტაქტური ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]