საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინფორმაციით, აქამდე ცერა თითებზე ერთ წუთში აზიდვის მსოფლიო რეკორდი პაკისტანელ ასად ჰანიფს ეკუთვნოდა, 43 მოძრაობით. ირაკლი ვეკუას კი 59 აზიდვის შესასრულებლად მხოლოდ 46.8 წამი დაჭირდა.
ვეკუას რეზულტატი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ ადგილზე დააფიქსირა. მონაცემები უახლოეს მომავალში გინესსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაიგზავნება.