weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯაბა კანკავა „რეიმსიდან“ წავიდა

10:43 სამშაბათი, 25 ივლისი 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა თავისუფალი აგენტი გახდა. ქართველ ნახევარმცველს ფრანგულ კლუბ „სტად დე რეიმსთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ ორმხრივი შეთანხმება დაირღვა და საბოლოოდ, კანკავა სხვა კლუბში გადავა.

„რეიმსმა“ კანკავა შარშანწინ დნეპროპეტროვსკის „დნიპროდან“ შეიძინა. ფეხბურთელმა ორი სეზონი გაატარა ფრანგულ კლუბში და 49 მატჩი ჩაატარა, აქედან, ერთი სეზონი საფრანგეთის ლიგა 1-ში, მეორე კი – ლიგა 2-ში. „რეიმსის“ გულშემატკივრებმა ჯაბა კანკავა გასული სეზონის გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

მიზეზი, რის გამოც სახელოვანი წარსულის მქონე ფრანგული კლუბი კანკავას შეელია, ფეხბურთელის მაღალი ხელფასია, გარდა ამისა, „სტად დე რეიმსი“ აცხადებს, რომ კანკავას საფრანგეთის რანგით დაბალ ლიგა 2-ში დარჩენის სურვილი არ გააჩნდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]