მე-18 ტურის მატჩში „შევარდენის“ ფეხბურთელებმა თელაველთა კარი 67-ე და 90-ე წუთზე აიღეს და მათი ძლევით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გავიდნენ. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც ბოლო კვირებში რამდენიმე ახალწვეული დაიმატა, „შევარდენთან“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ლეგაშვილი, ბერიაშვილი, კუკუჯანაშვილი, ჯიქია, მურველაშვილი (ხარებაშვილი 73), ნოზაძე (გალახვარიძე 82), გოგოლიძე, მ. ბაშელეიშვილი, ქუცურუა, ნ. ბაშელეიშვილი, ნიქაბაძე.
ლიგა 3-ის ე.წ. თეთრი ჯგუფის საბოლოო სატურნირო ცხრილი ასეთია:
„თელავისთვის“ სეზონი სექტემბერში განახლდება, როდესაც კლუბი მეორე ეტაპზე განაგრძობს ლიგა 2-ში გადასასვლელად ბრძოლას, როგორც თეთრი ჯგუფის მოწინავე ხუთეულში გასული გუნდი.