weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„თელავმა“ ლიგა 3-ის პირველი ეტაპი მარცხით დაასრულა

13:04 სამშაბათი, 25 ივლისი 2017

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ლიგა 3-ის ე.წ. თეთრი ჯგუფის უკანასკნელი ტურის შეხვედრა სტუმრად დუშეთში „შევარდენთან“ გამართა და 0:2 დამარცხდა, თუმცა თელავური კლუბი ლიგა 3-ში მეორე ეტაპზე ბრძოლას აგრძელებს და ლიგა 2-ში გადასვლის შანსს ინარჩუნებს.

მე-18 ტურის მატჩში „შევარდენის“ ფეხბურთელებმა თელაველთა კარი 67-ე და 90-ე წუთზე აიღეს და მათი ძლევით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გავიდნენ. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც ბოლო კვირებში რამდენიმე ახალწვეული დაიმატა, „შევარდენთან“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ლეგაშვილი, ბერიაშვილი, კუკუჯანაშვილი, ჯიქია, მურველაშვილი (ხარებაშვილი 73), ნოზაძე (გალახვარიძე 82), გოგოლიძე, მ. ბაშელეიშვილი, ქუცურუა, ნ. ბაშელეიშვილი, ნიქაბაძე.

ლიგა 3-ის ე.წ. თეთრი ჯგუფის საბოლოო სატურნირო ცხრილი ასეთია:

„თელავისთვის“ სეზონი სექტემბერში განახლდება, როდესაც კლუბი მეორე ეტაპზე განაგრძობს ლიგა 2-ში გადასასვლელად ბრძოლას, როგორც თეთრი ჯგუფის მოწინავე ხუთეულში გასული გუნდი.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]