ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „დინამო თბილისსა“ და „საბურთალოს“ შორის მატჩი გაიმართა. ფეხბურთელებმა თამაშის დაწყებამდე გენიალური ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის სხოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ამასთან, სტადიონზე გია ყანჩელის ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოები „ყვითელი ფოთლები“ ჩართეს.
გია ყანჩელის 84 წლის ასაკში დღეს, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. კომპოზიტორს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. პანაშვიდები 3 და 4 ოქტომბერს თბილისში, ტოლსტონოგოვის 6 ნომერში გაიმართება. დაკრძალვის დღეს, გამოსვენება რუსთაველის თეატრიდან 14:00 საათზე იქნება.