ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები ავსტრალიის ნაკლებთან გამართავს, თუმცა, როგორც საქართველოს რაგბის კავშირმა განაცხადა, ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება წარმოუდგენლად რთული იქნება.
„მინდა, რომ ბოდიში მოვუხადო ჩვენს გულშემატკივარს. ვიცით თუ რას ნიშნავდა ეს მატჩი თქვენთვის და დიდი ბოდიში, რომ ვერ შევძელით თქვენი გაბედნიერება. ფიჯელებმა საუცხოოდ ითამაშეს, ჩვენ კი ვერ შევძელით ისე თამაში, რომ შესაძლებლობები ქულებად გვექცია და რა თქმა უნდა, შედეგი ძალიან გულდასაწყვეტია. ჩვენ ყოველთვის თავდადებით ვთამაშობთ, მაგრამ ზოგჯერ ეს საკმარისი არაა. თამაშის მოსაგებად ქულებია საჭირო“, – განაცხადა „ბორჯღალოსანთა“ კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ.