weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

CONCACAF-ის ოქროს თასი შეერთებული შტატების ნაკრებმა მოიგო

10:37 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული 2017 წლის ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი მასპინძელთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ამერიკელებმა ფინალში იამაიკის ნაკრებს მინიმალური სხვაობით სძლიეს და აღნიშნული ტურნირი მეექვსედ მოიგეს.

ნახევარფინალში შეერთებულმა შტატებმა და იამაიკამ შესაბამისად, კოსტა რიკა (2:0) და მექსიკა (1:0) დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

კალიფორნიის ქალაქ სანტა კლარაში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ანგარიში ჯოუზი ალტიდორმა შორეული საჯარიმო დარტყმით პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გახსნა, იამაიკელთა მხრიდან 50-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლი ჯე-ვონ უოტსონმა გაიტანა, გამარჯვების გოლის ავტორი კი ამერიკელი ჯორდან მორისი 88-ე წუთზე გახდა.

ტურნირის ბომბარდირი 3 გატანილი გოლით 16 წლის კანადელი ალფონსო დევისი გახდა, მასვე გადაეცა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი, საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ამერიკელთა კაპიტანმა მაიკლ ბრედლიმ მოიპოვა, საუკეთესო მეკარედ კი იამაიკელი  გოლკიპერი ანდრე ბლეიკი დასახელდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]