weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი გიორგი ჩიხელიძემ მოიპოვა

11:02 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველთაგან მეორე მედალი, ამჯერად  ოქროსი, კვლავ ძიუდოისტებმა მოიპოვეს. უნგრეთის ქალაქ დიორის ოლიმპიურ პარკში საქართველოს ჰიმნი 66 კგ წონაში მოასპარეზე გიორგი ჩიხელიძის გამარჯვების აღსანიშნავად აჟღერდა.

ჩიხელიძემ ფინალურ შეხვედრამდე ოთხი მეტოქე დაამარცხა: ფინელი რუპ კორონენი, აზერბაიჯანელი გნიაზ მაჰმუდლუ, რუსეთის წარმომადგენელი კარენ გალსტიანი და ბელგიელი მალიკ უმაიევი. საჩემპიონო ბრძოლაში კი მისი მეტოქე მოლდოველი პეტრუ პელივანი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ ვაზარი აიღო, შემდეგ კი მოლდოველი ტატამზე დასცა, შებოჭა და 3 წუთსა და 44 წამში წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

ფესტივალის ქართველ ჩემპიონსა და სხვა პრიზიორებს მედლები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]