weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი რესტორანში ჩხუბის გამო გაათავისუფლეს

15:07 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ფათიჰ თერიმი აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად იუწყება. საინტერესოა, რომ 63 წლის სახელოვან სპეციალისტს დაკავებული პოსტის დატოვება სკანდალის გამო მოუხდა.

პრესტიჟული გამოცემა Hürriyet-ის ინფორმაციით, „იმპერატორმა“ რამდენიმე დღის წინ თურქეთის ერთ-ერთ რესტორანში მის მეპატრონესთან იჩხუბა, ხოლო აღნიშნული შემთხვევა პოსტის დატოვების ფასად დაუჯდა.

ფათიჰ თერიმი თურქეთის ნაკრებს 2013 წლიდან მოყოლებული წვრთნიდა, მანამდე კი ორჯერ ედგა საკუთარი ქვეყნის მთავარ გუნდს სათავეში: 1993-1996 და 2005-2009 წლებში. ყველაზე დიდ წარმატებას თურქეთმა მისი ხელმძღვანელობით 2008 წელს მიაღწია, როდესაც გუნდი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

თურქეთის ნაკრების გარდა ფათიჰ თერიმს წარმატებით „გალათასარაიში“ წლების განმავლობაში უმუშავია, სადაც ქვეყნის პირველობა ექვსჯერ მოიგო და კლუბს UEFA-ს თასი მოაგებინა. სხვადასხვა დროს იგი ასევე წვრთნიდა „ფიორენტინასა“ და „მილანს“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]