weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თელაველი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა

22:57 შაბათი, 09 ნოემბერი 2019

ქართველმა სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ფინალში, 57კგ. წონით კატეგორიაში რუსი სპორტსმენი საიან ხერტეკი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა.

28 წლის ვახტანგ ჩიდრაშვილი საქართველოს საუკეთესო სამბისტია. მან 2013 წლიდან 5-ჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. 4-ჯერ ევროპის პირველობის გამარჯვებულია.

კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ რამდენიმე მედალი მოიპოვეს. ლევან ნახუცრიშვილმა (74კგ.) და გივი ნადარეიშვილმა (52კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ვერცხლის მედლები მოიპოვეს - პაატა ღვინიაშვილმა (90კგ.) და მინდია ლილუაშვილმა (68კგ.). ვერცხლის მედალი მოიპოვა ასევე ნინო ოძელაშვილმა (72კგ.)

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]