weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭაბუკმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვეს

15:48 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ხუთ წონაში მოიპოვა მედალი და საერთო გუნდურ ჩათვლაში 29 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.

გიორგი ჭოლაძის (42 კგ) ოქროსა და თორნიკე ქათამაძისა (58 კგ) და დავით ქოჩქიანის (85 კგ) ბრინჯაოს მედლებს გიორგი გეგელაშვილმა (46 კგ) ოქროსი მიამატა, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ (54 კგ) - ვერცხლი.

გიორგი ჭოლაძემ ფინალის გზაზე ბულგარელი ისმაილ მეჰმედოვ პომაკოვი (12:1) და თურქი ფურქან უჩოლუქი (10:6) ჩამოიშორა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ ტოფიგ ალიევს აჯობა (8:2).

გიორგი გეგელაშვილმა ფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა: მაკედონიელი აიდ სალიასი (14:1), აზერბაიჯანელი აშრაფ ქარიმზადე (4:0) და სომეხი არაქელ მოვსესიანი (5:1), გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედ აბდურახმანოვს აჯობა (5:2).

ვლადიმერ გამყრელიძეს უმაღლეს ტიტულამდე ერთი მოგება დააკლდა - ფინალში უკრაინელ ანდრეი ზელეპთან დამარცხდა (0:4). იქამდე ქართველმა მოჭიდავემ სამ მეტოქეს სძლია: შვეიცარიელ ფლორინ ანდრეა მაიერს (10:0), საფრანგეთის ნაკრების წევრ ადამ ბიბულატოვს (9:2) და თურქ ჰამზა ალაჩას (9:8).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]