weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართველი კიკბოქსიორი 20 წლის ლუკა შონია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

18:21 ორშაბათი, 02 დეკემბერი 2019

20 წლის ქართველმა სპორტსმენმა ლუკა შონიამ საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაციის - WAKO-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე შონიამ 67 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და 4 შეხვედრის მოგებით ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ანგოლელი, რუსი და უკრაინელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ქართველმა კიკბოქსიორმა ფინალში ყაზახ ნურსულთან ხასანოვს სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაცია - WAKO აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია სოკ-თან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კიკბოქსინგის ოლიმპიურ პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]