საფეხბურთო კლუბი „თელავი“ 2016 წელს ირაკლი ვაშაკიძემ, სოსო გრიშიკაშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა დააფუძნეს. მანამდე თელავს საფეხბურთი კლუბი „კახეთი“ წარმოადგენდა, რომელიც 2013-2014 წლების სეზონში მე-13 ადგილზე გავიდა, მეორე ლიგაში გავარდა და არსებობა შეწყვიტა. მას შემდეგ თელავში საფეხბურთო კლუბი არ არსებობდა.
ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა „სამტრედიამაც“, რომელმაც ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „სიონს“ 4:1 მოუგო.