weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მარიამ ჭანტურიამ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა

10:58 პარასკევი, 28 ივლისი 2017

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდს ძიუდოისტებმა კიდევ ორი მედალი შემატეს. მარიამ ჭანტურია (63 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) შესაბამისად, ოქროსა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

მარიამ ჭანტურიამ საჩემპიონო გზა ბრწყინვალედ გაიარა: პირველ წრეში ხორვატი ლუსია გლუმაკი შებოჭა, შემდეგ– პორტუგალიელი ჯოანა კრისოსტომო, ნახევარფინალში კოსოვოს წარმომადგენელ ლაურა ფაზლიუს დამატებით დროში იპონით სძლია, ფინალური შერკინება კი დაძაბული გამოდგა: მარიამი ევროპის ორგზის ჩემპიონს, სერბ ანია ობრადოვიჩს დაუპირისპირდა, ბოლო წამებზე მეტოქეს ვაზარი აუღო და ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.

ვლადიმერ ახალკაცმა დილის პროგრამაში ორი შეხვედრა მოიგო, მეოთხედფინალში კი მოლდოველ ევგენ მატვეიციუსთან დამარცხდა, თუმცა მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟში განაგრძო, სამი შეხვედრიდან სამივე იპონით მოიგო და საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ დელეგაციას 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული და საერთო ჩათვლაში მე-12 პოზიცია უკავია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]