ახალი ულტრათანამედროვე კომფორტული სკამების გარდა, მოწყობილობა აღჭურვილია განათებისა და გაგრილების სისტემებით. კლუბის წარმომადგენლების განცხადებით, არცერთ ფეხბურთელს არ სიამოვნებს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და თითოელ მათგანს გული მწვანე მინდვრისკენ მიუწევთ, თუმცა ყველა მოხარულია რომ ამიერიდან საკუთარ შანსს ასეთ კომფორტულ ზონაში დაელოდებიან.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე პლზენის „ვიქტორიამ“ სტუმრად ბუქარესტის „სტიაუასთან“ ფრედ 2:2 ითამაშა, განმეორებით შეხვედრას კი შინ 2 აგვისტოს გამართავს.