weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

14:27 ორშაბათი, 17 თებერვალი 2020

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა გენო პეტრიაშვილმა პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 11-0 დაამარცხა პოლონელი რობერტ ბარანი და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

გადამწყვეტ ბრძოლამდე პეტრიაშვილმა სამ მეტოქეს მოუგო: ესპანელ ხოსე კუბა ვასკესს (10:0), რუს ბალდან ციჟიპოვს (11:0) და უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (7:2).

საქართველოს ნაკრებმა, რომის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ოქროს, 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედლით და გუნდური მესამე ადგილით დაასრულა.

ვერცხლს ბექა ლომთაძე დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები კი ელიზბარ ოდიკაძეს და ავთო კენჭაძეს ერგოთ.

გუნდური მესამე ადგილისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ჩაიბარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]