weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის სუპერ თასი ზედიზედ მეხუთედ მოიგო

10:34 ორშაბათი, 31 ივლისი 2017

საფრანგეთის სუპერ თასის შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი „მონაკო“ საფრანგეთის თასის მფლობელმა „პარ სენ-ჟერმენმა“ მინიმალური სხვაობ

ით დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ შეძლო ამ ტიტულის მოპოვება, სულ კი ქვეყნის სუპერ თასი პარიზულმა კლუბმა მეშვიდედ მოიგო.

მაროკოს ქალაქ ტანჟერში გამართულ მატჩში ანგარიში „მონაკომ“, კერძოდ კი იური ტილემანსის პასით ჯიბრილ სიდიბემ გახსნა. მეორე ნახევარში პარიზელთა ახალწვეულმა დანი ალვესმა საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, რაც მისთვის „პსჟ“-ს მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში პირველი გოლი იყო, 63-ე წუთზე კი ვეტერანმა ბრაზილიელმა ამჯერად საგოლე გადაცემა შეასრულა და ადრიენ რაბიოს თავით გამარჯვებისა გაატანინა.

მაროკო, ტანჟერი, „გრან სტად დე ტანჟერ“

მონაკო - პარი სენ-ჟერმენი 1:2

მონაკო: სუბაშიჩი, ა. ტურე, გლიკი, ჟემერსონი, კონგოლო (რ. ლოპესი, 66), სიდიბე (სენ-მაქსიმენი, 77), ტილემანსი, ფაბინიო, ლემარი, რ. ფალკაო, მბაპე (კარილიო, 71).

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

პარი სენ-ჟერმენი: არეოლა, მენიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა, ვერატი (ნკუნკუ, 90), ტიაგო მოტა (მატუიდი, 71), რაბიო, დანი ალვესი, კავანი, პასტორე (გუედესი, 86).

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 სიდიბე (30), 1:1 დანი ალვესი (51), 1:2 რაბიო (63).

გაფრთხილებები: სიდიბე (50), გლიკი (53), ფაბინიო (82), ვერატი (82).

მსაჯი: ნურედინ ელ ჯაფარი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]