პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 500 000 ლარია. სამუშაოები 2018 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე 11 სპორტული კომპლექსის და 35 მინი სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რათა ყველა რეგიონში ხელმისაწვდომი გახდეს სპორტული ინფრასტრუქტურა და დაინერგოს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.