weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„იუვენტუსმა“ „მონაკო“ გონსალო იგუაინის დუბლით სტუმრად დაამარცხა

10:10 ხუთშაბათი, 04 მაისი 2017

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა „მონაკოსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ შორის იტალიური გრანდის გამარჯვებით დასრულდა. მიმდინარე სეზონში ევროპის ყველაზე შემტევ გუნდისა და საუკეთესო დაცვის მქონე გუნდს შორის გამართულ მატჩში „იუვენტუსის“ არგენტინელმა ცენტრფორვარდმა გონსალო იგუაინმა ორი გოლი გაუტანა მასპინძელ „მონაკოს“ და ტურინული კლუბი პრაქტიკულად ფინალში გაიყვანა.

მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილმა ტურინულმა კლუბმა არც სიმპათიურ „მონაკოს“ შეტევებს მისცა გასაქანი და საკუთარი კარი კიდევ ერთხელ შეინახა მშრალად - ეს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსმა“ ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში მოახერხა. ჯანლუიჯი ბუფონის კარი უკვე მიჯრით 621 წუთია ხელშეუხებელია. მონეგასკურ გუნდთან გამარჯვებაში ვეტერანი იტალიელი გოლკიპერის წვლილი დიდია, რადგან ბუფონმა რამდენიმე ეპიზოდში ჩვეულ სტილში შეუდარებლად ითამაშა და ბრწყინვალე სეივები განახორციელა. 

შესანიშნავ ფორმაში მყოფმა „იუვენტუსმა“ ძალზე ჭკვიანური და დამახასიათებელი, ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი აჩვენა. პირველი გოლი ულამაზესი კომბინაციით გავიდა: პაულო დიბალა-დანი ალვესი-გონსალო იგუაინის მიერ ბურთის ეფექტური გათამაშება 29-ე წუთზე ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. 59-ე წუთზე იგუაინმა კვლავ დანი ალვესის გადაცემიდან გაიტანა, საბოლოოდ კი „იუვენტუსმა“ სტუმრად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და განმეორებით შეხვედრას, რომელიც ერთი კვირის თავზე ტურინში გაიმართება, ფაქტობრივად ინტრიგა დაუკარგა. 

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]