weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

10:48 ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გივი მაჭარაშვილი (96 კგ) ფინეთის ქალაქ ტამპერეში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ქართველ ფალავანს წლეულს იუნიორთა და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატები ჰქონდა მოგებული, კიდევ ერთ ტიტულამდე კი ერთი ნაბიჯი დააკლდა. მაჭარაშვილი ფინალში რუსმა შამილ მუსაევმა 7:2 დაამარცხა.

არადა ქართველი მოჭიდავე გადამწყვეტ შერკინებამდე ძალიან დამაჯერებლად მივიდა. კვალიფიკაციაში იაპონელ ტაკაში იშიგუროს (10:0) სძლია, მერვედფინალში – უკრაინელ ოლეკსანდრ გიმიშლის (10:0), მეოთხედფინალში – გერმანელ ილია მატიუხინს (10:0), ნახევარფინალში კი – ამერიკელ კოლინ რეიმონდ მურს (16:4).

იმავე დღეს გამოსულმა ედემი ბოლქვაძემ (60 კგ) და ნიკა კენჭაძემ (74 კგ) კვარცხლბეკზე ასვლა ვერ მოახერხეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]