weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კრისტიანო რონალდოს ამჯერად პატიმრობა ემუქრება

11:23 ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017

კრისტიანო რონალდოს პრობლემა ესპანეთის საგადასახადო სამსახურთან უფრო დიდი საფრთხისშემცველი გამოდგა, ვიდრე თავიდან ჩანდა. ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავს შესაძლოა ჯარიმის გადახდა და პირობითი სასჯელი არ აკმარონ და მას ციხეში ჩაჯდომა მოუწიოს.

როგორც ცნობილია, რონალდოს ესპანეთში, 2011-2014 წლებში, საგადასახადო სამსახურისთვის 14.7 მილიონი ევროს ოდენობის თანხის დაფარვას ედავებიან.

რონალდოს სასამართლო პროცესი ორშაბათს გაიმართა და მართალია პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მისი დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ ისურვა, მაგრამ მოგვიანებით მისი განცხადების ნაწილი გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ უდანაშაულოა და მის დასჯას მხოლოდ იმიტომ ცდილობენ, რომ კრისტიანო რონალდოა, თუმცა ესპანური პრესის ინფორმაციით, საქმე ასე მარტივად არაა, ბრალდების მხარეს მყარი მტკიცებულებები აქვს და ფეხბურთელს დიდი ოდენობით ფულადი ჯარიმის გარდა 7-წლიანი პატიმრობა ელის, თუკი ის სამართალდამცავ ორგანოებთან საერთო ენის გამონახვას ვერ შეძლებს. ამისათვის კი უპირველეს ყოვლისა ბრალის აღიარება მოუწევს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]