2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქები ოფიციალურად გმოცხადდება სექტემბერში პერუს დედაქალაქ ლიმაში გასამართ სოკ-ის სესიაზე, სადაც კანდიდატებს ფორმალურად კენჭს უყრიან.
სოკ-მა კონტრაქტის ტექსტი გამოაქვეყნა, რომელიც უნდა გააფორმოს 2028 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქთან და შესაბამის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან. ამ კონტრაქტის თანახმად, სოკ-ი თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის სასარგებლოდ თავს მოუყრის დაახლოებით 1.8 მილიარდი დოლარის კონტრიბუციას.