weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

თორნიკე შენგელია იცავდა და დაიცავს სამშობლოს ღირსებას – კალათბურთის ფედერაცია

18:04 ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას ეხმაურება და კალათბურთელს მხარდაჭერას უცხადებს.

„მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს! წარმატებები თოკო!“, – აცხადებს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

ფედერაციამ სოციალურ ქსელში განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც შენგელიას მოსკოვში გადასვლა საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა. ამ თემას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა რომელმაც თქვა, რომ ეროვნული კაპიტნის ეს გადაწყვეტილება მისთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია.

ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, 28 წლის თორნიკე შენგელია ესპანურ „ბასკონიას“ დაემშვიდობა მას შემდეგ, რაც მოსკოვის „ცსკა“-სთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. „ცსკა“-მ შენგელიას სანაცვლოდ „ბასკონიას“ მილიონი ევრო გადაუხადა.

„თავის სამართლებელი არავის არაფერი აქვს იმიტომ, რომ იქ კლათბურთის სათამაშოდ მივდივარ და იმისთვის, რომ ფარში ბურთი ჩავაგდო. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც და სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის, სამშობლოს მიმართ და იმედი მაქვს, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ“, – განმარტა შენგელიამ „რუსთავი 2“-თან.

„ცსკა“ ევროლიგის ოთხგზის ჩემპიონია. თორნიკე შენგელია ამბობს, რომ ამ კლუბში გადასვლა მისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]